ცხოვრება 4 კვ.მ. ოთახებში: სამხრეთკორეული ბინები ღარიბთათვის

ცხოვრება 4 კვ.მ. ოთახებში: სამხრეთკორეული ბინები ღარიბთათვის

283
გაზიარება

კორეა ცნობილია მისი მრავალფეროვანი კულტურით, შთამბეჭდავი ცათამბჯენებით და ტექნოლოგიური მიღწევებით. თუმცა, სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფი სიმ დონგი წარმოგვიდგენს მონეტის მეორე მხარეს. მან ფოტოებზე ასახა სამხრეთ კორეის ყველაზე ღარიბი რეგიონის ყოველდღიური ცხოვრების ასპექტები.

სურათებში ასახულია ყველაზე იაფი სახლების უბანი, რომელშიც, ძირითადად, მენტალური ან ფიზიკური პრობლემების მქონე ან უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები ცხოვრობენ. ფოტოგრაფი გოშივონის უბანში მცხოვრები ადამიანების მიერ ასეთ პატარა სახლებში ცხოვრების მიზეზებზე მოგვითხრობს:

გოშივონი სხვადასხვა ტესტის ჩაბარების მსურველებისთვის აშენდა სამეცადინო სივრცის შესაქმნელად.

 

აქ ოთახები ძალიან პატარაა და მხოლოდ ძილისთვის და მეცადინეობისთვის გამოდგება. თუმცა, ეს უბანი დაბალფასიან საცხოვრებელ სივრცედ იქცა რადგან ამ სახლების დასაქირავებლად წინასწარი შენატანის გაკეთება არ გჭირდებათ. სეულში პატარა სტუდიური ტიპის სახლის ქირაობის დროსაც კი წინასწარი შენატანის სახით საკმაოდ დიდი თანხის გადახდაა საჭირო, რის გამოც ღარიბი ხალხი სწორედ გოშივონს აფარებს თავს დროებით.

ამ სახლებში ცხოვრებას უპირატესობები და მინუსები გააჩნია

  

ამ ოთახებში ლოგინი, მაგიდა და კარადაა თქვენი ნივთებისთვის, სხვა ყველაფერს კი სხვა მაცხოვრებლებთან ინაწილებთ. პატარა საწოლში ძილი მოუხერხებელია და სხვა ოთახებიდან ასევე ხმა შემოდის, რომლის დაიგნორებაც ძნელია. თუმცა, ფოტოგრაფის თქმით, ამ ოთახებში ცხოვრებამ მცირე რაოდენობის ნივთებით მას მინიმალისტური ცხოვრების სტილის შარმი დაანახა.

 

სიმის თქმით გოშივონი იდეალური საშუალებაა მშობლიური ქალაქიდან სეულში გადმოსასვლელად, რადგან ის ძვირადღირებული სახლების კარგ ალტერნატივას. ფოტოგრაფის აზრით გოშივონი კარგი დასაწყისია საცხოვრებლად და უკეთესი სახლისთვის ფულის დასაგროვებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურ სამყაროში პირველი ნაბიჯებს დგამენ.

ყველა სახლს განსხვავებული ფასი აქვს.

სახლების ფასი მათი აქსესუარების მიხედვით განისაზღვრება. სიმის ფოტოებში 200-დოლარიანი ყველაზე იაფი ოთახია ასახული. სხვა ოთახები უკეთესი აღჭურვილობით 500 დოლარად ქირავდება. ოთახი რომელსაც სააბაზანო მოყვება უფრო ძვირია და როგორც წესი, დამატებით 5 დოლარი ღირს. ასევე ფანჯრიანი ოთახები უფანჯრებოზე ძვირია, თანაც ფანჯრიანი ოთახების ფასები განსხვავდება იმის მიხედვით, თქვენი ფანჯარა კარიდორში გადის თუ გარეთ.

წყარო: novate

კომენტარი