საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

141
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსახლეობის თხოვნით, ოთხ მისამართზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.
აგრეთვე, 12 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა. 43 მისამართზე კი, მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი მოეწყო. ფეხით სავალ ნაწილზე განთავსდა 400 ე.წ ბოძკინტი, რის შედეგადაც მოქალაქეები ავტომობილების პარკირებას ვეღარ შეძლებენ.
აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 150 027 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი