გ.წერეთლის N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა

გ.წერეთლის N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა

64
გაზიარება

ისნის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, გ.წერეთლის ქუჩა N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი და კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, მოეწყო იატაკი და სახურავი, გაილესა კოლონები და კედლები.
პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 42 070 ლარით დაფინანსდა.
დასრულებულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარი