ახალდაბაში ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალდაბაში ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

79
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ახალდაბაში ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ქუჩის დასაწყისში და ბოლოში იგება ასფალტის საფარი, დანარჩენ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა იქნება.
გარდა ამისა, სანიაღვრე კიუეტის მოწყობა მიმდინარეობს.

ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა.

გზის მოწყობის შედეგად, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ქუჩა, რაზეც 381 350 ლარი დაიხარჯება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე შეხვდა.

კომენტარი