გრიბოედოვის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელს აწყობენ

გრიბოედოვის ქუჩაზე სასმელი წყლის ქსელს აწყობენ

49
გაზიარება

ალ. გრიბოედოვის N16-ში წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელიც ბოლო ათწლეულებია არ მოგვარებულა.

ქსელის მოწყობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 162 ლარი გამოიყო.

კომენტარი