ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1 ა კორპუსის ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1 ა კორპუსის ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

62
გაზიარება

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. ამჯერად, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1 ა კორპუსის ტერიტორიაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო.

მიწისქვეშ გამოიცვლება მილები, დამონტაჟდება ჭები და რეაბილიტირებულ პერიმეტრზე დაიგება ასფალტის საფარი.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 34 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

კომენტარი