მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს – წინადადებების მიღება დასრულდა

მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს – წინადადებების მიღება დასრულდა

114
გაზიარება

მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა, რომლის ღირებულება 830 ათას ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება გუშინ, 12 აგვისტოს დასრულდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკის საერთო ფართობი შეადგენს 163 ჰა-ს, აქედან ტყით დაფარულია 93,3 ჰა.

“პროექტის განხორციელების შედეგად უნდა გაიზარდოს დენდროლოგიური პარკის მიმზიდველობა თბილისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, თუმცა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და განვითარდეს არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი.

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირება, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა იყოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პარკის დიზაინი”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

წყარო: https://bm.ge/

კომენტარი