კოჯორში სპორტული მოედანი ეწყობა

კოჯორში სპორტული მოედანი ეწყობა

92
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერასა და სპორტული სივრცეების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე უტარდება.

სპორტული სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. პროექტის ფარგლებში, 500 კვ. მ. ფართობზე ლითონის მავთულბადეები მოეწყობა, დაიგება ბალახის მწვანე, ხელოვნური საფარი. ასევე, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი განთავსდება და ლედ განათება დამონტაჟდება.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 390 ლარია გამოყოფილი

კომენტარი