რა ეტაპზეა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესი?

რა ეტაპზეა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესი?

126
გაზიარება

გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე არეალში 30-მდე მისამართის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს:

  • შენობებზე საძირკვლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები;
  • არქეულოგიური აღმოჩენების სრულად აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები;
  • შენობების საფასადე დეკორატიული ორნამენტების აღდგენა-რესტავრაცია;
  • შენობის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოები;
  • ფასადის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;
  • დაზიანებული სახურავების შეცვლის სამუშაოები;
  • კარ-ფანჯრებისა და დარაბების რესტავრაცია-ახლის მოწყობის სამუშაოები;
  • ხის შუშაბანდების აღდგენა, რესტავრაცია-ახლის მოწყობის სამუშაოები;
  • ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაოები;
  • სუსტი დენების ქსელის ელექტროკაბელების მოწყობის სამუშაოები;
  • შიდა საერმონტო სამუშაოები;
  • არეალის კეთილმოწყობის სამუშაოები.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას. როგორც მოსალოდნელი იყო, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, სარეაბილიტაციო მისამართებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები დაფიქსირდა. ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით აღმოჩენილი ისტორიული ნაშთები შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები არიან ჩართულნი. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც აღდგენილი ისტორიული ძეგლები მომავალში მაქსიმალურად საინტერესო და მიმზიდველი გახდება. გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. შენობების ნაწილზე, პროექტის ძირითადი სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. მისი ღირებულება კი 69 700 000 ლარს შეადგენს.

კომენტარი