N176 სკოლასთან დასასვენებელი სივრცე მოაწყეს

N176 სკოლასთან დასასვენებელი სივრცე მოაწყეს

80
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობამ ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგში N176 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაასრულა. ამჯერად აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. შესრულებული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

უძოს ქუჩის N7-ისა და N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ დასასვენებელ სივრცეში საბაღე სკამები და ურნები განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის შესრულებისთვის სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

N176 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგორის რაიონის გამგეობამ სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოაწყო. ასევე, მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

სამგორის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

კომენტარი