როგორი იქნება ტყე-პარკი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს?

როგორი იქნება ტყე-პარკი, რომელიც თემქის ხევის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს?

523
გაზიარება

თბილისის მერიამ თემქის ხევის ტყე-პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 19 სექტემბერს უნდა დაიწყოს და 21 სექტემბერს დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 44 636 970 ლარია.

დოკუმენტაციის თანახმად, ტყე-პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ამფითეატრი, საბავშვო მოედანი, კაფე, მედიათეკა, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბოსტნე ნაკვეთები, საფეხმავლო ხიდი, ძაღლების სასეირნო ადგილი და ა.შ.

პროექტი თბილისის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში, 2020-2021-2022 წლებში, ეტაპობრივად დაფინანსდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 760 დღეში უნდა დაასრულოს.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტია ერთ-ერთია იმ მსხვილ პროექტთგან, რომლის განხორციელების რეკომედაციაც თბილისის განახლებული გენგეგმის ჯგუფმა დედაქალაქის ხელმძღვანელობას მისცა.

კომენტარი