ბელიაშვილის ქუჩის ნაწილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბელიაშვილის ქუჩის ნაწილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

77
გაზიარება

თბილისის მერია სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე წყალარინების ახალი ქსელი მოეწყობა.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ახმეტელის ქუჩის კვეთიდან ბელიაშვილის N69-ის (რესტორან „ოქროს კათხას“) მიმდებარე ტერიტორიამდე, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარი