თბილისის მერია პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას არ გასცემს

თბილისის მერია პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას არ გასცემს

108
გაზიარება

თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემენ. ქალაქის ხელმძღვანელობაში ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თანხის მისაღებად სერვისცენტრებს ბევრმა პენსიონერმა მიმართა.

„აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს – პენსიონერებს ეხება.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი