თხინვალის ქუჩაზე სახლი გაამაგრეს

თხინვალის ქუჩაზე სახლი გაამაგრეს

29
გაზიარება

მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევის N 5/8-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდა.

სამუშაოების შედეგად, შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება განხორციელდა. ასევე, ფანჯრების ღიობები მოჩარჩოვდა და სეისმური სარტყელი მოეწყო. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი