კარმელი – ზღაპრული ქალაქი შუქნიშნებისა და ტრანსპორტის გარეშე  

კარმელი – ზღაპრული ქალაქი შუქნიშნებისა და ტრანსპორტის გარეშე  

2093
გაზიარება

მონტერეის ნახევარკუნძულზე მდებარე ერთი პატარა ქალაქის, კარმელის იერსახით თუ ვიმსჯელებთ, 1902 წლიდან მოყოლებული, მისი მაცხოვრებლები ან ხელოვანები არიან, ან მათი ყოველდღიური საქმიანობა ხელოვნებას უკავშირდება. კარმელის ზღაპრულ სახლებს, ნუმერაციასთან ერთად, სახელწოდებებიც აქვთ. ამას ემატება ამ ქალაქის უჩვეულოდ ლამაზი ბუნება, რაც ამ ადგილს ზღაპრულ ადგილად აქცევს. ქალაქში თითოეული ხე დანომრილია და მკაცრად კონტროლდება. ადგილობრივები განსაკუთრებულად ზრუნავენ თავიანთ ტყეებზე და ზრუნავენ ქალაქის იმ უნიკალური ატმოსფეროს შენარჩუნებაზე, რომელიც იქ სუფევს.
შუქნიშანს კარმელში ვერსად შეხვდებით, სამაგიეროდ, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, კოლორიტულად ვიწრო ქუჩის ბოლოს მდებარეობს მყუდრო კაფეები, რესტორნები და სამხატვრო გალერეები. ქალაქის ძვირიანი სასტუმროები და ბუტიკები არა მხოლოდ ჰოლივუდის მსახიობებს იზიდავს, არამედ პოლიტიკოსებსაც.
ამ ქალაქში, ასევე ვერ „გამონახეს“ ადგილი სატელეფონო და ელექტროგაყვანილობის ბოძებისთვის. კარმელის ქუჩებში ვერ ნახავთ მრავალსართულიან და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც კი.
​სულ ცოტა ხნის წინათ ქალაქმა სახელი გაითქვა თავისი თეატრალური ცხოვრებით. ჯერ კიდევ 1910 წელს, კარმელში შეიქმნა ტყის თეატრი, სადაც მრავალი წლის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იდგმებოდა სხვადასხვა პიესები. ამ დროისთვის კი, უკვე თეატრის დახურულ შენობაში იდგმება თანამედროვე მიუზიკლები.

კომენტარი