მიხეილ მამულაშვილი – პირველი ქართველი მებაღე თამამშევის ქარვასლიდან

მიხეილ მამულაშვილი – პირველი ქართველი მებაღე თამამშევის ქარვასლიდან

54
გაზიარება

ოცი წლის იქნებოდა, თამამშევის ქარვასლაში საყვავილე მაღაზია გამართა, მცხეთის ბაღში მოყვანილი ყვავილებისაგან დამზადებულ გვირგვინებს, კალათებს და გირლიანდებს სთავაზობდა მაშინდელ თბილისელებს.
ძალიან მალე გაითქვა სახელი და მისი ნაშრომით აღტაცებული, მადლიერი მუშტრების რიგი არ წყდებოდა სახელოსნოსთან.
ყოველი წლის 3 ოქტომბერს მასთან მოდიოდა ქალაქელი წარჩინებული ადამიანი, ცეცხლისფერი ქრიზანთემებით სავსე უშველებელ კალათს უკვეთავდა და გზავნიდა საყვარელი მეუღლისთვის სადაბადებისდღეოდ. ერთხელაც ბატონი ხსენებულ დღეს არ მობრძანებულა. გაუკითხავთ და გაურკვევიათ, რომ გარდაცვლილა. იმ წუთას დაუმზადებიათ და მას შემდეგ ბევრი წელი უცნობი ქალბატონი ყოველ 3 ოქტომბერს იღებდა საჩუქრად დიდ კალათს ცეცხლისფერი ქრიზანთემებით, უწინდებურად ბარათით „შენი მეუღლისაგან“…

წყარო: https://bit.ly/33thYSm

 

 

კომენტარი