ურდვარხანა, ურიათუბანი, ფეთხაინი, ქიაბაბხანა – ძველთბილისური დასახელებანი

ურდვარხანა, ურიათუბანი, ფეთხაინი, ქიაბაბხანა – ძველთბილისური დასახელებანი

73
გაზიარება
ფეთხაინი

თ. კვირკველიას წიგნი „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძველთბილისურ დასახელებას, რომელსაც წარმოშობის საკუთარი ისტორია აქვს და თბილისზე, მით უფრო, ძველ თბილისზე შეყვარებულ ადამიანს განსაკუთრებით დააინტერესებს.


ურდვარხანაბაზაზხანის ნაწილი სიონის ქუჩის ჩრდილო – აღმოსავლეთ ხაზზე (სიონის მხარეზე). მამისა ბერძენიშვილის აზრით, „უდვარი“ ფარჩის რაღაც სახეობას ნიშნავდა.

ურიათუბანი – კლდის უბნის ის ნაწილი, რომელიც ციხის უბანს ესაზღვრებოდა და სადაც წვრილმანით მოვაჭრე ებრაელები სახლობდნენ.

ფეთხაინი – ბეთლემის ეკლესიის გვიანდელი სახელწოდება.

ქიაბაბხანა – სასადილო რიგი. ერთი ასეთი რიგი ძველ თბილისში თათრის (აწინდელ გორგასალის) მოედანთან იყო, გორგასალის ქუჩის გასწვრივ.

ღუნიბის მოედანი – მოედანი მდებარეობდა იმ ადგილზე, სადაც ახლა პარლამენტის შენობა დგას. სახელწოდება მოედანმა მიიღო რუსი ჯარის მიერ 1859 წლის 25 მარტს დაღესტანში ღუნიბის ციხესიმაგრის ლაშქრობის აღსანიშნავად. ციხე იმამი შამილის ბოლო თავშესაფარი იყო. მოედანმა არსებობა შეწყვიტა 1897 წელს, ამ ადგილზე ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით.

ღვინის აღმართი – აღმართზე განლაგებული იყო ღვინით და არყით მოვაჭრეთა დუქნების რიგი. აღმართი იწყება მეტეხის ხიდთან მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ადრე მას დიდი სირაჯხანა ერქვა.

კომენტარი