როგორი იქნება ახალი მიკროავტობუსები, რომლებიც მალე თბილისში გამოჩნდება (ვიდეო)

როგორი იქნება ახალი მიკროავტობუსები, რომლებიც მალე თბილისში გამოჩნდება (ვიდეო)

162
გაზიარება

ყვითელი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად, თბილისის სამარშუტო ხაზებისთვის 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – „ჯი-თი მოტორსმა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“, თუმცა ეს უკანასკნელი ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, მიკროავტობუსს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნები:

  • წელი – 2020
  • ფერი – ლურჯი “მეტალიკი”
  • მგზავრთა რაოდენობა 17
  • უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით
  • ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

შპს „ჯი-თი მოტორსს“, მის მიერ შეთავაზებული გადასახდელი თანხა 30 497 064 ლარია. კომპანიის მიერ შეთავაზებული მიკროავტობუსები “ფორდის” ფირმის TRANSIT 460 მოდელია.

წყარო: Pia.ge

კომენტარი